ვერა მეტრეველი

ვერა მეტრეველი

ვერა გიორგის ასული მეტრეველი. დაბ. 1988 წლის 9 აგვისტოს, . ბოლნისში, სადაც 2005 წელს დავამთავრე No 3 საჯარო სკოლა. სწავლა გავაგრძელე ქ. თბილისში მეორე სახელმწიფო სასწავლებელში, ბებიაქალის კვალიფიკაციით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, . თბილისში გავიარე რამდენიმე წლიანი საექთნო პრაქტიკა სხვა და სხვა მრავალფუნქციურ კლინიკაში, შევისწავლე არაერთი საექთნო

გადამზადების კურსი. ამ პროფესიით ვიმუშავე 10-12 წელი და მივიღე არა ერთი სამადლობელი სიგელი თუ ჯილდო. ვიმუშავე გენეტიკური დაავადების ცენტრში, მუკოვისციდოზიან ბავშვებთან, სასწრაფო დახმარება 009_ში, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში როგორც ექთნად, ასევე უფროს ექთნად. 2017 წელს დავოჯახდი და ორი მცირეწლოვანი ბავშვით, დროებით დიასახლისობა გადავწყვიტე.

დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით, პიროვნული ზრდით, თავისუფალ დროს ვუსმენდი და ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს, მენტორებს, ფსიქოლოგებს, ქოუჩებს და ასე მივედი ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციამდე , სადაც შევისწავლე ეს პროფესია საფუძვლიანად. ძალიან საინტერესო პროცესი იყო.

2022 წელს შევქმენი ფეისბუქ გვერდი ,,my story - ჩემი ამბავი", სადაც ხალხს ვაცნობ თავის საქმეში წარმატებულ, შემდგარ ადამიანებს. გვერდი საზოგადოების მოტივაციას ემსახურება და დიდ მოწონებას იმსახურებს მათი მხრიდან. 2023 წლიდან თანამშრომლობა დავიწყე იტალიაში დაარსებულ ქართულ- იტალიურ გაზეთ

,, ქართულ ფესვებთან", სივრცეში.

სადაც ვანხორციელებ გაზეთის პოპულარიზაციას ონლაინ


კომენტარის დატოვება


reload, if the code cannot be seen